Sunday, 7 June 2015
Sunday, 10 May 2015
სტუმრად ტელევიზიაში
საპილოტე ჩვენების შემდეგ დავგეგმეთ ნამდვილ ტელე სივრცეში შეხედვა.
დავუკავშირდით თრიალეთის ჟურნალისტს თეა გიგუაშვილს და შევუთანხმდით სტუმრობაზე.
რაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა და ძალიან გულღიად მიგვიღო.
ტელევიზიაში დაგვხვდა მეორე ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი, რომელმაც დეტალურად აგვიხსნა როგორ კეთდება გადაცემები.
გვესაუბრა რა განცდაა როდესაც პირდაპირ ეთერში ხარ და როგორია როდესაც გრძნობ რომ შენი გადაცემა რეიტინგული იყო.
დღე ძალიან სასიამოვნო იყო.
დავუკავშირდით თრიალეთის ჟურნალისტს თეა გიგუაშვილს და შევუთანხმდით სტუმრობაზე.
რაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა და ძალიან გულღიად მიგვიღო.
ტელევიზიაში დაგვხვდა მეორე ჟურნალისტი ლადო ბიჭაშვილი, რომელმაც დეტალურად აგვიხსნა როგორ კეთდება გადაცემები.
გვესაუბრა რა განცდაა როდესაც პირდაპირ ეთერში ხარ და როგორია როდესაც გრძნობ რომ შენი გადაცემა რეიტინგული იყო.
დღე ძალიან სასიამოვნო იყო.
Friday, 8 May 2015
TV-Comic
We decided to
make a local TV pilot, my program should be funny, so I decided to make some
comedy program with two parts. They should be video active and video based on
the slide show, colorful with funny photos.
Alika, Levan and
I have begun to work what kind of videos
to create, search and remake.
We found out
some necessary videos and photos in the
internet and made that kind of program with title “Tele-Comic” and rubrics are
‘don’t forget traditions ’ and….
This pilots are taken in
Georgian. They includes national jokes which will not be so funny in English as
in Georgian, so we decided not to translate them.Natia Hosts
The priest
Kirion II which full name was George Sadzaglishvili was born in Shida qartli
district exactly in the vilaage qvemo Niqozi, in 1855.
after finishing
school, he went to the elesiastic school
in Gori. then at the Theological Seminary in Tbilisi and got deep
education in the Ukraine. Beside his theological life he was
helping to
increase Georgian libraries, established schools and was working to share
information about Georgian churches. which of them were exactly Georgian.
He could not get the Autocephalous of churches, so when he became Patriarch
tried to give hope and way how turn back Georgian independence.
Kirion II was Georgian Patriarch in 1917 when Georgian
churches had got Autocephalous.
but he was not satisfied, because Georgia as a country was
not independence. Actually, this or last his foughts became the reason to
shooting him.
Kirion II was killed in his residence in 1918.
Kirion had not
forgotten his home-village and in his life he bought 4700 books for the Librari of Qvemo Niqozi.
he was arrested several times before becoming patriarch and
was living in the difficult conditions. In the jail nobody lives fine but our
saint was living and sleeping in the low
degrees without heating.
our big fault reminds his memorable house in our village.
You may pass it and could not guess that in this old house was living our big saint.
we could not manage to stick a memorable board with the words ‘Here was born Georgian First Patriarch
Kirion II ’
we must do that. It’s our only job how we could save his
works for new generation.
In conclusion only this was my ask to share with you to
share with them who can help me to solve this task.
Natia
პროფესია მასწავლებელი
We decided to do local TV. I chose a program which is based
on interview. Natia and I chose the name “the profession a teacher ”. I chose
our mathematics teacher. She is a professional but she is a new teacher for us,
so we decided to find out her feelings and her view points on some questions.
It’s impossible to make perfect portrait in 5-10 minutes but
I have got full answers on the ten question which were interesting for me.
Three of them were much more interesting for me, the first was, how it’s
important to teach when you have children yourself, other was, On which lesson
were you dreaming when you were a student and the last one If you were
beginning your life again would your profession be teaching again?
In conclusion the interview was interesting and her
answers were clear as well as honest.
Alika
Well, I am in a high Level and there are some teachers who
are teaching us but we don’t know thear personal feelings as well as their view
points of some questions. By this interview I had a chance to speak freely on
this side with them, but the chance was only.
So I should choose the right person and she was our
literature teacher Tsitso. I had limited number of questions only ten. I asked
her all of them and get clear answers.
My English teacher asked me to separate two questions which was more
interesting for me. The first was, if she was dreaming in her childhood to be a
teacher and she said that her dream was teaching but not Georgian literature.
She dreamt to be German teacher. The
other was if she could change her profession would she change it and I got
answer not. If she began life a hundred times her choice would stay same.
I think the interview was fantastic.
Natia
Music Within
I like music very much. Music is life for me. So in this
project my part was to research music and styles. I should made range of music
for morning, afternoon and evening.
Teona, Nino and me made inquiries if what kind of music would our students listen in
the morning and evening. My chosen was rep in the afternoon and all the
afternoon songs are rep. I’m crazy about
rep.
About 21 song fill
an hour so I got 63 different songs on the internet and made our program. Nino
speaks some minutes about the styles and Teona made slides for our program.
The
title is Music within Friday, 27 March 2015
მუშაობის მეორე დღე
მოსწავლეებმა გადაწყვიტეს გადაცემების ფორმატი და ტიპი.
ერთ-ერთი გადაცემა მიეძღვნება დოკუმენტურ მინი ფილმს კირიონ მეორეს შესახებ.(ნათია მინდიაშვილი)
იქნება მუსიკალური ფორმატის გადაცემა, რომელსაც ექნება ინფორმაციული დატვირთვაც. მზია მინდიაშვილმა აწარმოა კვლევა გადაცემასთან დაკავშირებით, რაც დაეხმარება მუსიკალური მიმდინარეობის სწორედ არჩევაში.(მზია მინდიაშვილი/ ნინო მელანაშვილი)
ალიკა კორაშვილმა და ნათია მეტრეველმა იმუშავეს ინტერვიუს ფორმატის გადაცემის კითხვებზე, ქართულად და ინგლისურად დაამუშავეს შეკითვები და ვარიანტი.
სამუშაო პროცესის დაწყებისას ანუ პირველ დღეს მოსწავლეებმა ჩამოწერეს ტელევიზიის ასამუშავებლად რა ინვენტარი შეიძლება დაჭირდეთ. ეს იყო ჩემი მხრიდან ერთგვარი კვლევა რა წარმოდგენა აქვთ ზოგადად ტელევიზიის ფუნქციონირებაზე.
და გადაცემის პილოტების ჩაწერის შმედგ გავაკეთებთ ერთად ანალიზს ნამდვილად დაჭირდა თუ არა წინასწარ წარმოდგენილი დეტალები.
რადგან სკოლაში ინტერნეტის მომსახურება შეფერხებით ხდება და დიდი დრო მიაქვს, ელექტრო ვერსიების ატვირთვაში ვეხმარები და დროებით მიწევს მათი გვერდის ხელმძღვანელობა, მათთან შეთნხმებით.
ერთ-ერთი გადაცემა მიეძღვნება დოკუმენტურ მინი ფილმს კირიონ მეორეს შესახებ.(ნათია მინდიაშვილი)
იქნება მუსიკალური ფორმატის გადაცემა, რომელსაც ექნება ინფორმაციული დატვირთვაც. მზია მინდიაშვილმა აწარმოა კვლევა გადაცემასთან დაკავშირებით, რაც დაეხმარება მუსიკალური მიმდინარეობის სწორედ არჩევაში.(მზია მინდიაშვილი/ ნინო მელანაშვილი)
ალიკა კორაშვილმა და ნათია მეტრეველმა იმუშავეს ინტერვიუს ფორმატის გადაცემის კითხვებზე, ქართულად და ინგლისურად დაამუშავეს შეკითვები და ვარიანტი.
სამუშაო პროცესის დაწყებისას ანუ პირველ დღეს მოსწავლეებმა ჩამოწერეს ტელევიზიის ასამუშავებლად რა ინვენტარი შეიძლება დაჭირდეთ. ეს იყო ჩემი მხრიდან ერთგვარი კვლევა რა წარმოდგენა აქვთ ზოგადად ტელევიზიის ფუნქციონირებაზე.
და გადაცემის პილოტების ჩაწერის შმედგ გავაკეთებთ ერთად ანალიზს ნამდვილად დაჭირდა თუ არა წინასწარ წარმოდგენილი დეტალები.
რადგან სკოლაში ინტერნეტის მომსახურება შეფერხებით ხდება და დიდი დრო მიაქვს, ელექტრო ვერსიების ატვირთვაში ვეხმარები და დროებით მიწევს მათი გვერდის ხელმძღვანელობა, მათთან შეთნხმებით.
Sunday, 22 March 2015
მასალა
სატელევიზიო მაუწყებლობები სათავეს იღებს გვიანი 1920-იანი წლებიდან. ტელევიზია გხდა აქტუალური ყველა სფეროში, თუმცა ძირითადად სანახაობრივი და საინფორმაციო ფუნქცია მიიღო. ბოლო წლებში ინტერნეტისგანვითარებასთან აქტუალური გახდა ინტერნეტ ტელევიზია.
ღვდელმოწამე კირიონ II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი (+1918)
27 (10.07) ივნისი
მღვდელმოწამე კირიონ II (ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი), დაიბადა 1855 წელს გორის მაზრის სოფელ ნიქოზში, სასულიერო პირის ოჯახში.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, წმიდანმა სწავლა გააგრძელა გორის სასულიერო სასწავლებელსა და თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1880 წელს ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით დაასრულა კიევის სასულიერო აკადემია და დაინიშნა ოდესის სასულიერო სემინარიის ინსპექტორის თანაშემწედ.
1883-1897 წლებში წმიდა კირიონი პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა გორში, თელავში, ქუთაისში, თბილისში; 1886 წელს დაინიშნა საქართველოს მონასტრების ბლაგოჩინად და კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების სკოლების ინსპექტორად; აარსებდა სამრევლო სკოლებს, წიგნსაცავებს და ბიბლიოთეკებს, ამავე დროს ქართულ და რუსულ ჟურნალ-გაზეთებში ივერიელის, საძაგელოვის, ლიახველის ფსევდონიმებით აქვეყნებდა წერილებს საქართველოს ეკლესიის ისტორიაზე, ხალხურ ზეპირსიტყვიერებაზე, ქართულ ლიტერატურაზე.
გიორგი საძაგლიშვილი
1881 წელი |
1897 წელს უფლის რჩეული მონაზვნად აღიკვეცა კირიონის სახელით და ქვაბთახევის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. ამ პერიოდში ღვთისმსახურების პარალელურად კირიონი მეცნიერულ მოღვაწერობასაც აგრძელებს: კრებს ხალხური სიტყვიერების ნიმუშებს, სწავლობს ხალხის ზნე-ჩვეულებებს, მუშაობს ეკლესია-მონასტრების სიძველეებზე. თბილისის საეკლესიო მუზეუმსა და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სიძველეთა საცავს იგი უხვად სწირავს ეკლესია-მონასტრების ნესტიან სენაკებში მიკვლეულ და საოჯახო კოლექციებიდან მოპოვებულ იშვიათ ხელნაწერებს.
1898 წლის აგვისტოში არქიმანდრიტი კირიონი აკურთხეს ალავერდის ეპისკოპოსად, რასაც ქართული საზოგადოება დიდი სიხარულით შეხვდა. წმიდა კირიონმა საკუთარი საფასით დაიწყო განადგურების პირას მისული ალავერდის ტაძრის შეკეთება, ხელი მიჰყო კახეთის ეკლესია-მონასტრებში დაცული სიძველეების შესწავლას. მან საქართველოს საეკლესიო მუზეუმს სხვა ხელნაწერებთან ერთად გადასცა ბაგრატ IV-ის დროინდელი, 1089 წელს გადაწერილი სახარება, რომლის შესახებაც ქართულმა მეცნიერებამ მანამდე არაფერი იცოდა. ამავე დროს კირიონმა ხმა აღიმაღლა სომხების მიერ ქართული ტაძრების მიტაცების გამო. მან ვრცელი დასაბუთებული ბარათით მიმართა საქართველოს ეგზარქოსს და მოითხოვა ამ ტაძრების დაბრუნება საქართველოს ეკლესიისთვის.
1901 წლიდან კირიონი გორის ეპისკოპოსია. ამ დროისათვის საქართველოს საეგზარქოსომ შენიშნა, რომ წმიდა მღვდელმთავრის ირგვლივ თავს იყრიდა განათლებული სამღვდელოება, რომელიც აშკარად გამოხატავდა უკმაყოფილებას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების გამო. მთავრობა ეპისკოპოსს ხშირად უცვლიდა ეპარქიებს: 1903 წელს იგი გაამწესეს, 1904 წელს - ორიოლში, 1906 წელს - სოხუმში. სოხუმში წმიდა კირიონმა ბევრი იღვაწა საქართველოს ეკლესია-მონასტრების აღდგენისათვის. მალე იგი კონვოს ეპარქიაში გადაიყვანეს.
ალავერდელი ეპისკოპოსი კირიონი
1898 წელი |
1907 წლის სექტემბერში წმიდანს უფლება არ მისცეს, საქართველოში ჩამოსულიყო და უკანასკნელი პატივი მიეგო წმიდა ილია მართლის ცხედრისთვის. მან მხოლოდ დეპეშის გამოგზავნა მოახერხა. 1908 წელს კირიონს მთავრობის დადგენილებით ჩამოერთვა ეპისკოპოსის წოდება და დაპატიმრებულ იქნა. მთავრობის ამგვარი სიმკაცრის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო კირიონის დაუცხრომელი ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისათვის.
კირიონის დევნა-შევიწროება სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. 1908 წლის 28 მაისს თბილისში მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი და მისი მკვლელობის ორგანიზება დევნილ მღვდელმთავარს დააბრალეს. ამგვარმა ცილისწამებამ აღაშფოთა როგორც საქართველო, ისე რუსეთის საზოგადოების მოწინავე ნაწილი, ევროპაში კირიონის დაცვის საზოგადოებაც კი შექმნეს და დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება მისი გათავისუფლების მოთხოვნით. წმიდა მღვდელმთავარი მასზე დაშვებულ ამ განსაცდელს ამგვარი განწყობით ხვდებოდა: „ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია, სიყვარულით უნდა ავიტანოთ ტანჯვა, ვინაიდან ტანჯვა სიყვარულის ნაყოფია, ძალა ტანჯვაშია“.
მთავრობამ 1915 წელს შეწყვიტა კირიონის დევნა. იგი დანიშნეს პოლოცკისა და ვიტებსკის ეპისკოპოსად, მაგრამ სამშობლოში ჩამოსვლის ნება არ მისცეს.
წმიდანი უდიდესი ქველმოქმედი იყო. მისი მატერიალური დახმარებით რუსეთისა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში სამასამდე ქართველმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება.
ჯერ კიდევ XIX ს-ის 90-იან წლებში, როცა ქართული ენა ოფიციალური ხელისუფლებისაგან დევნილი იყო, კირიონმა გრიგოლ ყიფშიძესთან ერთად ქართული სიტყვიერების ისტორია შეადგინა.
1917 წელს აღდგა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია და საქართველოს ქართველი საზოგადოების დაჟინებული მოთხოვნით 1917 წლის ზაფხულში ეპისკოპოსი კირიონი სამშობლოსკენ გამოემგზავრა. არაგვის ხეობაში მას შეეგება ასოცამდე ცხენოსანი, რომელთაც დიდი პატივით მიაცილეს დედაქალაქამდე. თბილისშიც ბრწყინვალე შეხვედრა მოუწყვეს წმიდანს.
სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II 1917 წელი |
1917 წლის სექტემბერში სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებაზე, რომელიც თბილისში ჩატარდა, კათოლიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ეპისკოპოსი კირიონი, რომელიც საზეიმოდ ეკურთხა იმავე წლის 1 ოქტომბერს.
სვეტიცხოველში აღსაყდრების დღეს წარმოთქმულ სიტყვაში უწმიდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა ბრძანა: „სამშობლო საყვარელო, ღვთისმშობლის წილხვედრო, ბრძმედსა შინა ტანჯვა-ვაებასა განწმედილო! შენთვის დაწული, შენგან განშორებული, შენთვის მტირალი, მუდამ შენკენ ლტოლვილი, დღეს განვისვენებ ტკბილსა შინა წიაღსა შენსა არა ვითარცა შვილი უძღები, არამედ ვითარცა მესაიდუმლე და სინდისი ეკლესიისა შენისა... ვიცი, შენი გულისყური ამჟამად ჩემკენაა მოქცეული და მეკითხები: რა მომიტანე, რა მალამოსა მცხებ იარებსა ჩემსა, რით მანუგეშებ სევდა მოსილსა? ყური მომაპყარ: „არა მოველ, რათა გიმსახურო, არამედ მსახურებად შენდა და მიცემად სული სახსრად შენდა“ (მთ. 20,28). მოვედი არა ვითარცა მნე სასყიდით დადგინებული, არამედ ვითარცა მნე ერთგული და მარად მორჩილი“.
კირიონ II-მ წერილები დაუგზავნა მსოფლიოს მართლმადიდებელ ეკლესიათა მეთაურებს, რომელშიც მოკლედ და დასაბუთებულად გადმოსცა საქართველოს ეკლესიის ისტორია და მოითხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება.
საქართველოში სარწმუნოებრივი და ეროვნული პრინციპების დამკვიდრებისა და აღორძინებისათვის დაუცხრომლად მებრძოლი წმიდა პატრიარქის მოღვაწეობა ზღუდავდა ეკლესიის და ქვეყნის წინააღმდეგ შეკრებილი ბოროტი ძალების მოქმედებას, რომელთა გამოსვლები თანდათან უფრო და უფრო საშიშ და ცინიკურ სახეს იღებდა. ამ დროს მრავალი საეკლესიო და საერო მოღვაწე იქნა მოკლული. ბოროტების უპირველესი სამიზნე იყო ის წმიდა ადამიანები, რომელთა ავტორიტეტი ძალიან დიდი იყო ხალხში. საქართველოს წმიდა ეკლესიის სამოციქულო ტახტზე მჯდომი საჭეთმპყრობელის წმიდა კირიონის სარწმუნოებრივ-ეროვნული მოღვაწეობა მოსვენებას არ აძლევდა ეკლესიისა და ქვეყნის მტრებს, დაიწყო დაუსრულებელი ცილისწამებები, პროვოკაციები, შანტაჟები, მუქარები და... 1918 წლის 26 ივნისს წმიდა კირიონ კათალიკოსი მოკლული იპოვეს მარტყოფის მონასტრის საპატრიარქო რეზიდენციაში.
წმიდა სინოდის 2002 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე მოწამეობრივად აღსრულებული სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ II წმიდანთა დასში შეირაცხა.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.
ლინკი: http://www.orthodoxy.ge/tveni/ivnisi/27-kirion2.htm
Subscribe to:
Posts (Atom)